დაკოტა ჯონსონი

დაკოტა ჯონსონმა სექსუალური ძალადობის მსხვერპლების შესახებ პოდკასტი გამოუშვა

Credit Suise

ერთი წლის წინ, Global Citizen Festival-ის დროს, "გრეის 50 ელფერის" ვარსკვლავმა, დაკოტა ჯონსონმა სახალხოდ გამოაცხადა საკუთარი ტელეფონის ნომერი და ყველა ქალს, რომელიც ოდესმე სექსუალური ძალადობისა თუ შევიწროების მსხვერპლი გამხდარა, მასთან დარეკვისკენ და გულის გადაშლისკენ მოუწოდა. 

ერთი წლით გვიან, ჯონსონმა გამოუშვა პირველი პოდკასტი "The Left Year", რომელშიც მან ერთი წლის განმავლობაში შეგროვებული ყველა ძალადობის, შევიწროებისა თუ ჩაგვრის ისტორია გამოაქვეყნა. 

"ამ პოდკასტში მინდოდა შემექმნა სივრცე, რომელშიც მსმენელი ისეთივე გულადი და გულწრფელი იქნებოდა, როგორც მთხრობელი. თქვენი მარცხენა ყური გულთან უფრო ახლოსაა. მთელი გულით თუ მოუსმენთ აუცილებლად გადაარჩენთ ერთ ადამიანს მაინც. პირველი პოდკასტი უკვე მზად არის, ხოლო 7 ოქტომბრიდან მოყოლებული ისინი ორშაბათობით გამოვა" დაწერა ჯონსონმა.

 

კომენტარები