სახელმწიფო კომპანიები

2018 წელი სახელმწიფო კომპანიებმა 805 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

საპარტნიორო ფონდი

2018 წელს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოების ჯამური ზარალი 805 მილიონი ლარი შეადგინა. ზარალი გაიზარდა 2017 წელთან შედარებით, მაშინ ზარალმა დაახლოებით 543 მილიონი ლარი შეადგინა. 

ეს ბოლო წლების რეკორდული მაჩვენებელია.

2018 წლის ზარალის მეტი წილი მოდის ისეთ კომპანიებზე, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, ენერგოტრანსი, საქართველოს მელიორაცია, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, მარაბდა-კარწახის რკინიგზა.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან მოყოლებული სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალი ყოველწლიურად იზრდება:

  • 2018 წელი — 805 მილიონი ლარი:
  • 2017 წელი — 543 მილიონი ლარი:
  • 2016 წელი — 437 მილიონი ლარი;
  • 2015 წელი — 757 მილიონი ლარი;
  • 2014 წელი — 61 მილიონი ლარი;
  • 2013 წელი — 45 მილიონი ლარი.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიების ჯამური ზარალი 2,6 მილიარდ ლარს აღემატება.

კომენტარები