სახელმწიფო ბიუჯეტი

2020 წელს სახელმწიფო სუბსიდიებზე 517 მილიონ ლარს დახარჯავს

2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით, სახელმწიფო სუბსიდიების რაოდენობა 74 მილიონი ლარით იზრდება. ჯამურად სუბსიდიებზე სახელმწიფო 517 მილიონ ლარს დახარჯავს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა სფეროებზე იქნება მიმართული სახელმწიფო სუბსიდიები. 2019 წელს სუბსიდიებზე სახელმწიფომ 443 მილიონი ლარი გამოყო, ხოლო 2018 წელს იგივე მაჩვენებელი 419 მილიონ ლარს შეადგენდა. 

2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტით გათვალისწინებულია სხვადასხვა სოციალური ხარჯების გაზრდაც. მათ შორის: 

სკოლისა და ბაღის მასწავლებლების, პოლიციელებისა და სამხედრო მოსამსახურეები, ხელფასის ზრდა. 

საჯარო სკოლების უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები — +300 ლარი, (2019 წლის პირველი ოქტომბრიდან) ხელფასის ზრდის ხარჯი 140 მილიონი ლარი.

საბავშვო ბაღში დასაქმებულები — + 100 ლარი, ხელფასის ზრდის ხარჯი 15 მილიონი ლარი.

მეხანძრე-მაშველები, ჯარისკაცები და მათთან გათანაბრებული პირები — +125 ლარი, ხელფასის ზრდის ხარჯი 50 მილიონი ლარი.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტით შრომის ანაზღაურებაზე სულ 1,562 მილიარდი ლარი დაიხარჯება.

 

კომენტარები