კრიმინალი

ყაჩაღობა ბაქოს ქუჩაზე - ახალგაზრდა ქალი, რომელიც უთოთი აწამეს, საავადმყოფოში იმყოფება

flickr

თბილისში, ბაქოს ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა. ტელეკომპანია მთავარის ცნობით, თავდამსხმელებმა ახალგაზრდა ქალს ბლაგვი საგნით და ცხელი უთოთი დაზიანებები მიაყენეს. ქალი საავადმყოფოში იმყოფება და ექიმების ინფორმაციით, მას გამოკვლევები უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყება აცხადებს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძებო მოქმედებები. ჯერჯერობით, საქმეზე არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები