ხანძარი

სიღნაღში, სასტუმრო-რესტორანი "ნიკალა" დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან "ნიკალას" სახურავს ცეცხლი გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა, მათი ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია და ცეცხლის ლოკალიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები