ოპერა

ამერიკელი საოპერო მომღერალი, ჯესი ნორმანი, გარდაიცვალა

Reuters

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სოპრანო, ჯესი ნორმანი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

ნორმანი ნიუ-იორკის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სეპტიკური შოკითა და ორგანოთა ფუნქციის დაქვეითებით გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 2015 წელს გადაიყვანეს.  

მისი დებიუტი ბერლინში, 1969 წელს შედგა. ნორმანი მსოფლიოს წამყვან თეატრებში გამოდიოდა. ის ერთ-ერთი პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელმაც საოპერო სცენაზე დიდ წარმატებას მიაღწია. 2006 წელს მას გრემის ჯილდო გადასცეს. ხოლო 2009 წელს ბარაკ ობამამ ხელოვნების ეროვნული მედლით დააჯილდოვა. ნორმანი მღეროდა რონალდ რეიგანისა და ბილ კლინტონის ინაუგურაციაზე, ასევე, ინგლისის დედოფალ ელისაბედის მე-60 იუბილეზე 1986 წელს.  

 

კომენტარები