სოფო ჭყონია

სოფო ჭყონია მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში შეიყვანეს

Businessoffashion.com

სოფო ჭყონია მოდის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სიაში, BoF500-ში შეიყვანეს.

BoF500-ის სია ყოველწლიყრად ახლდება და ქვეყნდება. ის ისეთ 500 ადამიანს აერთიანებს, რომლებიც მოდის სფეროში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ და გავლენითაც სარგებლობენ. სიაში სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს შეხვდებით - დიზაინერები, მოდელები, მომღერლები, მსახიობები, ფოტოგრაფები და ა.შ.

სოფო ჭყონია დემნა და გურამ გვასალიების შემდეგ მესამე ქართველია, რომელიც BoF500-ის სიაში მოხვდა.

სოფო ჭყონია საქართველოში მერსედეს-ბენც მოდის კვირეულის დამფუძნებელია და მას ყოველწლიურად აწყობს. მოდის კვირეული მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართველი დიზაინერებისა და საქართველოში მოდის სფეროს განვითარებისთვის.

კომენტარები