ჩინეთი

ჩინეთში კომუნისტური პარტიის მმართველობის დამყარებიდან 70 წელი აღლუმით აღნიშნეს [ფოტოები]

0 კომენტარი

ჩინეთში კომუნისტური რეჟიმის დამყარებიდან 70 წლისთავი აღნიშნეს. დედაქალაქში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა. მან ჩინეთის მშვიდობიან განვითარებაზე ისაუბრა.

"ვერანაირი ძალა ვერ შეარყევს ჩინეთის სტატუსს და შეაჩერებს ჩინელი ხალხის და ქვეყნის წინსვლას." თქვა მან.

მისივე თქმით ჩინეთმა უნდა შეინარჩუნოს კეთილდღეობა და სტაბილურობა ჰონგ-კონგსა და მაკაოში, ხელი შეუწყოს ურთიერთობების მშვიდობიან განვითარებას თვითმმართველ ტაივანთან და ამასთანავე იბრძოლოს სრული გაერთიანებისათვის.

აღლუმზე წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკაც. წარმოდგენილი იყო ტანკები, დრონები და რაკეტები, მათ შორის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა DF-41, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანაც შეუძლია.

აღლუმზე დასწრება თავისუფალი არ ყოფილა და მხოლოდ სპეციალურად შერჩეული ადამიანები დაიშვებოდნენ. დედაქალაქში გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები.

პარალელურად საპროტესტო აქციები გრძელდებოდა ჰონგ-კონგში. წლისთავს ქალაქში დამსხვრეული ვიტრინებით და ბარიკადებით შეხვდნენ. გაძლიერებული იყო უსაფრთხოების ზომები.

ჰონგ-კონგის ლიდერი კერი ლამი პეკინში იმყოფებოდა.

ფოტო: Reuters

გარდა ამისა, ჩინეთის დიქტატურა დაგმო ტაივანმა. ტაივანის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი სამხედრო ექსპანსიისათვის მიზეზს ეძებს და საფრთხეს წარმოადგენს. ისინი აღლუმზე სი ძინპინის გამოსვლას გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ტაივანი არასოდეს დათანხმდება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" მოდელს.

"ჩინეთის კომუნისტური პარტია აგრძელებს ერთპარტიულ დიქტატურას 70 წელია. მმართველობის ეს იდეა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს, თავისუფლებას და ადამიანის უფლებებს, ჩინეთის განვითარებას კი რისკის ქვეშ აყენებს. გაერთიანების შესახებ ყვირილი მხოლოდ სამხედრო ექსპანსიისათვის მოგონილი მიზეზია და რეგიონულ მშვიდობას, დემოკრატიას და ცივილიზაციას საფრთხეს უქმნის." ნათქვამია განცხადებაში.

უსაფრთხოების ძალებთან მცირე დაპირისპირებები მოხდა ტიბეტში და სინძიანის პროვინციაში, სადაც ჩინეთი უიღურ მუსლიმებს მასობრივად აკავებს და გამოსასწორებელ ბანაკებში გზავნის.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები