შეწყალების საქმე

ნადირაშვილი: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პოლიტიკური ნეპოტიზმით არის დაკავებული

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ევროპული საქართველოს წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დიმიტრი გაბუნიას ბიზნესპარტნიორი გიორგი მიროტაძე წარუდგინა. ნადირაშვილი ასევე ამბობს, რომ მიროტაძე პროკურატურას შეწყალების საქმეზე ჰყავს დაკითხული. ნადირაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ნეპოტიზმის პრობლემაზე და დიმიტრი გაბუნიას გავლენებზე საუბრობს და პროკურატურას მოუწოდებს გამოიძიოს ეს და მკაფიო პასუხები გაეცეს არსებულ კითხვებს.

„როგორც ირკვევა დიმიტრი გაბუნია არის ძალიან გავლენიანი, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს პირდაპირ პოლიტიკურ ნეპოტიზმთან, როდესაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პარტნიორი იურიდიულ კომპანიაში პრეზიდენტმა წარმოგვიდგინა, როგორც კანდიდატურა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად. შესაბამისად, ჩვენ ვხვდებით, რომ ბატონი გაბუნია პირდაპირ ახდენს გავლენას პრეზიდენტზე და მას შეუძლია პრეზიდენტს თავს მოახვიოს საკუთარი კანდიდატურები და შემდეგ ის შემოგვთავაზონ ჩვენ პარლამენტში. გაბუნია აშკარად დაკავებულია პოლიტიკური ნეპოტიზმით და ამის გამო ჩვენ გვინდა პროკურატურას მივმართოთ, ძალიან კარგად გამოიძიოს მისი გავლენები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ჩვენ გვჭირდება ძალიან ნათელი პასუხი," - ამბობს ნადირაშვილი.

მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპულმა საქართელომ წერილობით მიმართა.

ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, წერილობით , 19 სექტემბერს მიმართა. ნადირაშვილის თქმით, სანდო წყაროსგან მიიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დიმიტრი გაბუნიას, შეწყალების საკითხით დაინტერესებული პირები უკავშირდებიან და მასთან ფინანსურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ თუ რა ფასად შეიძლება იყოს ესა თუ ის პირი შეწყალებული.

მარიამობის დღესასწაულზე სალომე ზურაბიშვილმა 34 ადამიანი შეიწყალა. შეწყალებულთა სია საჯარო არ არის, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტის შეწყალებულთა შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა. პრეზიდენტმა შეიწყალა ასევე მკვლელობისთვის მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძეც, რომლის ექსტრადირებასაც ქართული მხარე 1994 წლიდან 2017 წლამდე ელოდებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები