უსახლკარო ადამიანები

უსახლკარო ქალი მეტროში პუჩინის არიას მღერის (ვიდეო)

ვიდეო, რომელშიც უსახლკარო ქალი ლოს ანჯელესის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე, კომპოზიტორი პუჩინის არიას მღერის, მსოფლიოში ძალიან სწრაფად გავრცელდა. 

ვიდეოში, რომელიც ლოს ანჯელესის პოლიციის თანამშრომელმა გადაიღო, ჩანს, როგორ დგას ქალი სადგურზე, დახეული პარკებით და "O mio babbino caro"-ს მღერის.

ქალის სახელი ემილი ზამურკაა, ის რუსეთში გაიზარდა და მომღერლის კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა მოხდა ისე, რომ უსახლკაროდ დარჩა.

"იქ მძინავს სადაც შემიძლია." უთხრა NBC-ს ჟურნალისტს ზამურკამ. ხოლო კითხვაზე თუ რატომ მღეროდა მეტროში უპასუხა "იმიტომ, რომ აქ ხმა ძალიან ლამაზად ისმის" 

 

კომენტარები