ხანდაზმულთა დღე

ხანდაზმულთა ნახევარზე მეტს საპენსიო სესხი აქვს და პენსიის ნაწილი ყოველთვიურად უკავდება

ავერსი

1-ლი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა. 

სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2019 წელს საპენსიო ასაკს (60 წელი) 881 762-მა ადამიანმა მიაღწია, რაც საქართველოს მთელი მოსახლეობის 23%-ია.

პენსიას მათი 86% იღებს - 756 479 ადამიანი. 

ბენეფიციართა 16% იღებს საარსებო შემწეობას - 71 312 ადამიანი. 

მარტოხელა პენსიონერთა რიცხვია - 17 757; 

ასევე, ომბუდსმენის ცნობით, პენსიონერთა ნახევარზე მეტს აღებული აქვს სესხი ლიბერთი ბანკში და პენსიის ნაწილი ყოველთვიურად უკავდება

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, რომ მათ მიერ ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის შედეგები მიუთითებს, რომ ქვეყანაში არსებული გამოწვევები არ ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს და ისინი სისტემურ პრობლემებს უკავშირდება.

პრობლემებს შორის აქტუალურია "საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის" პარალელურად მის განსახორციელებლად საჭირო ეროვნული სამოქმედო გეგმის არარსებობა, ხანდაზმულთა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა და ამ მიმართულებით სრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემების არარსებობა, მძიმე სოციალურ ეკონომიკური და საცხოვრებელი პირობები, სიღარიბე და უსახლკარობის საფრთხე, ფიზიკური გარემოს ხელმისაწვდომობის პრობლემა, ხანდაზმულებზე ზრუნვის ყოვლისმომცველი გრძელვადიანი სტრატეგიის არარსებობა, სოციალური მომსახურების არაეფექტიანობა, არასაკმარისი მიზნობრივი პროგრამები, ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხანდაზმულთა კეთილდღეობაზე ზრუნვის მიზნით გატარებული ღონისძიებების ნაკლებობა და სხვა. 

გაეროს მოსახლეობის დივიზიის პროგნოზით, საქართველოში მოსალოდნელია 65 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა: თუ 2014 წელს ხანდაზმულთა რიცხვი მოსახლეობის 14.3%-ს შეადგენდა, 2030 წელს ეს მაჩვენებელი 19%-ს მიაღწევს, ხოლო 2050 წელს კი ყოველი მეოთხე საქართველოს მოქალაქე 65 წლის ასაკს გადაცილებული იქნება (25.3%). იგივე პროგნოზით, 2035 წლისთვის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაიზრდება: ქალების - 80,8 წლამდე; მამაკაცების - 74,2 წლამდე. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ და საზოგადოებამ მათ წინაშე მდგომ საჭიროებებსა და გამოწვევებს უპასუხოს. „60+ კლუბების“ შექმნით სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჯანსაღი და აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი აცხადებს, რომ მათ და მიიღეს დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია შეიმუშავეს. ინიციატივა „60+ კლუბების“ დანერგვისათვის ამ პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს; ამ ინიციატივაში, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, გორისა და წნორის საპილოტე მუნიციპალიტეტებთან ერთად, ჩართულნი არიან თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება, იმერეთის ახალგაზრდული ცენტრი (ქუთაისი), საქართველოს ხანდაზმულთა ასოციაცია (რუსთავი), არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ინიციატივა“ (წნორი).

კომენტარები