გირჩი

ზურაბ ჯაფარიძე ფერადი ტაქსის მართვის გამო 200 ლარით დააჯარიმეს

0 კომენტარი
ფოტო: გირჩი

ზურაბ ჯაფარიძე ფერადი ტაქსის მართვის გამო 200 ლარით დააჯარიმეს

დღეიდან, 1-ლი ოქტომბრიდან ძალაში რეგულაციები შევიდა, რომლითაც ტაქსი მხოლოდ თეთრი ფერის უნდა იყოს და სხვა ფერის მანქანაზე ტაქსის ტრაფარეტის მიმაგრება არ შეიძლება. 

პარტია "გირჩის" ლიდერმა, რეგულაციების დარღვევისთვის მიზანმიმართულად იმოძრავა ფერადი ტაქსით. 

ჯაფარიძის თქმით, ასევე დააკლდა 20 ქულა. 

"ჯარიმა გავიგე და ტაქსის ტრაფარეტის დადგმის გამო მართვის მოწმობაზე 20 ქულა რატომ უნდა გაკლდებოდეს? საგზაო მოძრაობის წესი დავარღვიე?", - დაწერა მან ფეისბუქზე. 

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალდება, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები