უკრაინა

ტომ კრუზი ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით კიევში ჩავიდა

фото president.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირადი მიწვევით, კიევში ჰოლივუდის ვარსკვლავი, ტომ კრუზი ჩავიდა.

უნიანის ინფორმაციით, ზელენსკიმ ცნობილ მსახიობს პრეზიდენტის სასახლეში 30 სექტემბერს უმასპინძლა. 

შეხვედრის დროს ტომ კრუზმა ზელენსკის უთხრა, რომ ახალი კინოპროექტისთვის ლოკაციების შერჩევის პროცესში უკრაინით დაინტერესდა. 

პრეზიდენტი კრუზს კინოს სფეროში საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა. ასევე ისაუბრა ახალ კანონზე, რომლის მიხედვით, უკრაინაში ფილმის გადაღების შემთხვევაში უცხოელი მწარმოებლები კომპენსაციას მიიღებენ. ზელენსკის თქმით, ეს ქვეყანაში კინოინდუსტრიის განვითარებას შეუწყობს ხელს.

კომენტარები