გაერთიანებული სამეფო

ბრექსიტის შემდეგ გაერთიანებული სამეფო მაგნიტსკის აქტს გაამკაცრებს

დომინიკ რააბი
itv

29 სექტემბერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ბრექსიტის შემდეგ ბრიტანეთი მაგნიტსკის აქტს გაამკაცრებს.

ბრიტანეთის კანონმდებლებმა მაგნიტსკის აქტის მსგავს კანონს გასული წლის მაისში მხარი დაუჭირეს. მაგნიტსკის შესწორება ახალი "2018 წლის სანქციებისა და ფულის გათეთრების აქტში" შევიდა.

აქტი უშუალოდ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის, თუმცა ის დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ყოფილი რუსი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის რუსული იარაღით მოწამვლას მოჰყვა, რაშიც დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს.

აქტით ბრიტანეთი ევროკავშირისგან დამოუკიდებლად გაეროს ადამიანთა უფლებების უხეში დარღვევებისთის ბრალდებულ კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს სანქციებს დაუწესებს, დამნაშავეების აქტივებს გაყინავენ, მათ სახელებს გამოაქვეყნებენ, დამნაშავეებს სანქციების გასაჩივრებაში ხელი შეეშლებათ. სანქციები შეიძლება იყოს ფინანსური, საიმიგრაციო, სავაჭრო, საჰაერო, საზღვაო და სხვა. სანქციები ყოველ სამ წელიწადში ერთხელ გადაიხედება. კანონმდებლობით ბრიტანეთის ზღვისიქთა ტერიტორიებზე საჯარო რეესტრებში საკუთრების დარეგისტრირება იქნება აუცილებელი.

პრემიერმინისტრ ჯონსონის თქმით, 31 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს დატოვებს.

მაგნიტსკის აქტი 2012 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო. თავდაპირველად ამ კანონით სავიზო და ფინანსური სანქციები იმ ადამიანებს შეეხოთ, რომლებიც რუსეთში ადამიანის უფლებებს არღვევდნენ და მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული სერგეი მაგნიტსკის წინააღმდეგ დევნაში. 2015 წელს სენატმა კანონის გაფართოვებას დაუჭირა მხარი და ის ცნობილი გახდა როგორც მაგნიტსკის გლობალური აქტი.

სერგეი მაგნიტსკი რუსი იურისტი იყო, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები კორუფციაში ამხილა. ის დააპატიმრეს და წინასწარ პატიმრობაში 358 დღის მანძილზე იმყოფებოდა. მაგნიტსკი 2009 წელს პატიმრობაში მოკლეს. რუსეთის ხელისუფლებამ პირები, ვინც მაგნისტკის დაპატიმრებასა და მკვლელობაში მონაწილეობდნენ, დააჯილდოვა.

კომენტარები