ქორწინების იძულება

მსახიობ ეკა ჩხეიძის მიმართ ქორწინების იძულების ბრალდებით 56 წლის კაცი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: exclusivenews.ge

56 წლის კაცი მსახიობ ეკა ჩხეიძეს მასზე დაქორწინებას აიძულებდა.

არსებული ინფორმაციით, მან 28 სექტემბერს ეკა ჩხეიძის საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში პნევმატური იარაღიდან გაისროლა და დაემუქრა, რომ თავს მოიკლავდა. ამის შემდეგ ჩხეიძემ 112-ში დარეკა.

"ათასჯერ გავაფრთხილე, იცოდე, გიჩივლებ, გაჩერდი, დაწყნარდი, ნუ მოდიხარ, ნუ მელოდები სადარბაზოსთან-მეთქი და ბოლოს, მაიძულა ასე მოვქცეულიყავი. სროლა უკვე კულმინაცია იყო",- თქვა ეკა ჩხეიძემ IPN-თან.

შსს-ს ცნობით, კაცი უკვე დაკავებულია ქორწინების იძულებისა და ეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით. მას 2-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები