რუსთავი ორის საქმე

ტელეკომპანია ფორმულას დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს — არხი ეთერში დღეს გავიდა

0 კომენტარი

ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს. ინფორმაციას ამის შესახებ არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი, გიორგი ლაფერაშვილი ფეისბუკზე ავრცელებს. 

"დილის რვაზე ეთერში გავედით. საღამოს ეს ანონსი შემიძლია შემოგთავაზოთ: ტელეკომპანია ფორმულას გენერალური დირექტორი ზურაბ გუმბარიძე პროკურატურაში დაიბარეს.
გუმბარიძე, რომელიც კომპანია "ინტერმედიას" დამფუძნებელიცაა, გენერალურ პროკურატურაში ადვოკატთან ერთად ოთხშაბათს, 14:00 მივა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია "ფორმულამ" მაუწყებლობა დღეს დაიწყო."

ზურაბ გუმბარიძე კომპანია ინტერ მედიას დამფუძნებელია, რომლის მიმართაც გენერალურმა პროკურატურამ საქმე 9 აგვისტოს აღძრა. საქმე 2017 წელს რუსთავი 2-ს კონტრაქტორი სარეკლამო კომპანიის, ინტერ მედია პლიუსის მიერ მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერებას ეხება. სწორედ, ამ საქმესთან მიმართებაში იქნა ნახსნები ზურაბ გუმბარიძის სახელი და გვარიც.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები