საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

პესკოვი: პუტინი ძალიან აფასებს რუსეთ-საქართველოს ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს

0 კომენტარი
დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი ფოტო: Russia Insider

ვლადიმერ პუტინის პრესპიკერი, დიმიტრი პესკოვი, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას გამოეხმაურა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული პროპანდისტული მედია რია ნოვოსტი ავრცელებს. 

გამოცემა დიმიტრი პესკოვის კომენტარს ავრცელებს. გამოცემის კითხვაზე მიიღო თუ არა მოსკოვმა რაიმენაირი სიგნალი თბილისიდან ურთიერთობის დალაგების სურვილის შესახებ პესკოვი პასუხობს: ჩვენ სამწუხაროდ ვიხილეთ ბრბოს სიგნალი, ჩვენ ასევე ვნახეთ საქართველოს ხელისუფლების სიგნალი, რომელიც ამ ბრბოს აქეზებდა. ჩვენ ვნახეთ რა სირთულის ფასად დატოვეს ჩვენმა დეპუტატებმა თბილისი. ეს სიგნალები ჩვენ ვნახეთ და ჩვენ ეს არ მოგვეწონა, თავის მხრივ ეს იგრძნეს თბილისშიც. მოდით იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში ჩვენ მსგავსი სიგნალების გარეშე ვიცხოვრებთ", — განაცხადა პესკოვმა.

დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი ძალიან აფასებს საქართველო-რუსეთის ისტორიულად მეგობრულ ურთიერთობებს. პესკოვის თქმით, კრემლში როგორც მთლიანად რუსეთში საქართველოსთან კარგი ურთიერთობის აღდგენას ემხრობიან.

შეგახსნებთ, რომ წინა კვირაში გაეროს შტაბ-ბინაში გაიმართა საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, ეს იყო პირველი შეხვედრა 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები