გია ყანჩელი

გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

Eurus.Ge

ცნობილი კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.  

ბოლო პერიოდის განმავლობაში ჯანმრთელობის გაუარესების გამო კომპოზიტორი კლინიკაში იყო გადაყვანილი. 

გია ყანჩელი 1935 წელს დაიბადა. მან ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია 1963 წელს დაამთავრა. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ „ინ მემორია მიქელანგელო“ მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III", "ჰამლეტი", "ქალი-გველი", "მეთორმეტე ღამე".

მას ეკუთვნის მუსიკა კინოფილმებისთვის: არ დაიდარდო, ქვევრი, არაჩვეულებრივი გამოფენა, მიმინო, შერეკილები, როცა აყვავდა ნუში და სხვა. 

ტაბულას გუნდი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს.

კომენტარები