ადვოკატის დაკავება

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს, 2 ოქტომბერს, წარუდგენენ

Imedinews

ადვოკატ ნაირა ოტიაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს, 2 ოქტომბერს, წარუდგენენ. 

როგორც "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ცრუ დასმენას, ანგარებით, ან პირადი მოტივით.

ცნობისთვის, ნაირა ოტიაშვილი თემქაზე მოკლული 20 წლის ა.ნ-ს მკვლელობაში მსჯავრდებულის, ლ.გ-ს ინტერესებს იცავდა. მსჯავრდებულს პროკურატურა განზრახ მკვლელობას, გამოძალვას და სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო შენახვას და გავრცელებას ედავებოდა. სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა და არგუმენტები სრულად გაითვალისწინა და მას უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები