თბილისის ბიუჯეტი 2020

კალაძე: თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი მილიარდ 200 მილიონ ლარამდე იქნება

"თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ 200 მილიონ ლარამდე", - ამის შესახებ თბილსის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მას ჰქონდა კომუნიკაცია გიორგი გახარიასთან, ასევე ფინანსთა მინისტრთან და 2020 წლისათვის თბილისის ბიუჯეტი გასულ წელთან შედარებით მეტი იქნება.

"მინდა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერმინისტრს მადლობა გადავუხადო თბილისელების სახელით მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რადგან ჩვენ მოგვეცემა შესაძლებლობა, უფრო მეტი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელოთ ქალაქისთვის და ეს რა თქმა უნდა, თვალშისაცემი და ხელშესახები იქნება ყველასათვის", - თქვა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, უკვე მიღწეულია შეთანხმება 2020 წელს დამატებით 200 ერთეული, 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვასთან დაკავშირებით.

ცნობისთვის, თბილისის 2019 წლის ბიუჯეტი 871 631 510 ლარს შეადგენდა.

კომენტარები