ყანჩელი გარდაცვალება

საქართველოს პარლამენტმა კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო

Eurus.Ge

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

ქვეყანას და გია ყანჩელის შემოქმედების თაყვანისმცემლებს კომპოზიტორის გარდაცვალება მიუსამძიმრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

„დღეს 84 წლის ასაკში, სამწუხაროდ, გარდაიცვალა გამორჩეული ქართველი კომპოზიტორი, გია ყანჩელი. თუ ვინმემ ჩვენი ქვეყნის ცხოვრებას მეტი ხელოვნება, მეტი მელოდია შესძინა, ის უთუოდ იყო ერთერთი. სევდიანია, რომ მისი გარდაცვალება ყვითელი ფოთლების დროს დაემთხვა“,- თქვა თალაკვაძემ.

კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს, 2 ოქტომბერს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები