ერაყი

ერაყში საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს

Reuters

ერაყის დედაქალაქში პოლიციამ და არმიამ საპროტესტო აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და ცეცხსლასროლი იარაღი გამოიყენეს. დაიჭრა სულ მცირე 8 ადამიანი.

აქციაზე 200-მდე ადამიანმა ბაღდადისა და ჩრდილოეთით მდებარე ქალაქების დამაკავშირებელი მაგისტრალი გადაკეტა.

გუშინ საპროტესტო აქციისას დაპირისპირების შედეგად დაიღუპა 2 ადამიანი და დაშავდა 200-ზე მეტი. აქციები ბაღდადში დაიწყო და სხვა ქალაქებში გავრცელდა, მათ შორის ქალაქ ნასირიაში, სადაც პოლიციამ ერთი მომიტინგე მოკლა.

მთავრობის განცხადების მიხედვით დაჭრილებს შორის 40 უშიშროების ძალების თანამშრომელია.

ერაყში უმუშევრობას, კორუფციას და საჯარო სერვისების გაუმართაობას აპროტესტებენ.

პრემიერმინისტრი აბდელ აბდულ მაჰდი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სამუშაო ადგილებს დაჰპირდა. მან ნავთობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებებს დაავალა უცხოურ კომპანიებთან კონტრაქტში კვოტების შემოღება დაავალა.

კომენტარები