აბასთუმნის ობსერვატორია

აბასთუმნის ობსერვატორია ილიას უნივერსიტეტს ჩამოერთმევა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება

რეგინფო

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მის სტრუქტურაში შემავალი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული-აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია გამოეყოფა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება.

ამის შესახებ მთავრობის 475-ე დადგენილებაში წერია. 

დოკუმენტის მიხედვით, ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიაუნის 2019 წლის 24 ნოემბერს გამოეყოფა.

დადგენილების მიხედვით, განათლების სამინისტრომ, რომელიც ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს, უნდა უზრუნველყოს ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

უწყებამ ილიას უნივერსიტეტთან ერთად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები დადგენილების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უნდა განახორციელოს.

აბასთუმნის ობსერვატორია 1932 წელს დაარსდა და ის ილიას უნივერსიტეტთან 2007 წლიდან არის ინტეგრირებული.

კომენტარები