ნათია მეზვრიშვილი

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა

შსს

პრმიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ნათია მეზვრიშვილი უხელმძღვანელებს.

კახა კახიშვილი, რომელიც მანამდე აღნიშნულ პოზიციას იკავებდა, პრემიერმინისტრის მრჩეველი გახდა.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობის დაკავებამდე მეზვრიშვილი პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას აპარატის უფროსის თანამდებობას იკავებდა. გახარიას შს მინისტრობისას კი ნათია მეზვრიშვილი მისი მოადგილე იყო.

გიორგი გახარია, რომლის შს მინისტრის პოსტიდან გადადგომასაც მოქალაქეები 20-21 ივნისის ღამის აქციის დაშლის გამო 80 დღეზე მეტხანს ითხოვდნენ, დააწინაურეს და ის საქართველოს პრემიერმინისტრი გახდა.

კომენტარები