დონალ ტრამპი

პრეზიდენტობის წლებში დონალდ ტრამპის რეიტინგი Forbes-ის სიაში 119 პოზიციით გაუარესდა

დონალდ ტრამპი
Politico

ამერიკულმა ბიზნეს გამოცემა Forbes-მა 400 უმდიდრესი ამერიკელის ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. გამოცემის ინფორმაციით, დონალდ ტრამპის ქონება გასული წლის განმავლობაში არ შეცვლილა და კვლავინდებურად 3.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ამ მაჩვენებლით ტრამპი 400 უმდიდრესი ამერიკელის რეიტინგში 275 ადგილს იკავებს. წინა წელთაან შედარებით ტრამპმა სიაში 16 პოზიციით უკან გადაინაცვლა. სულ პრეზიდენტობის წლებში ტრამპის რეიტინგი 119 პოზიციით გაუარესდა.

გამოცემის ინფორმაციით დონალდ ტრამპის ბიზნესის მნიშვნელოვანი რისკების წინაშე დგას. როგორც გამოცემაში ამბობენ, უძრავი ქონების ლიცენზირების ბაზარი ბოლო წლებში მომგებიანი აღარ არის. ბევრ მშენებელს აღარ უნდა ტრამპის სახელის გამოყენება საკუთარი შენობისთვის, ხოლო უკვე არსებული კლიენტებიდან არაერთმა ტრამპის სახელის გამოყენებაზე უარიც კი თქვა. ტრამპის ლიცენზირების ბიზნესის მოცულობა ამ დროისთვის 80 მილიონი დოლარი ღირს, ერთი წლის იგივე მაჩვენებელი 170 მილიონი იყო.

გამოცემის ინფორმაციით უკეთესი ვითარებაა იმ ბიზნესებში, სადაც ტრამპის სახელი პირდაპირ არ გამოიყნება. წინა წელი მომგებიანი იყო ორი საოფისო კოშკისთვის რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს და სადაც ტრამპი 30%-იან წილს ფლობს. გასული წლის განმავლობაში მოგება აჩვენა ასევე, ტრამპის გოლფ კლუბმა და ვოშინგტონში მდებარე სასტუმრომაც.

კომენტარები