უილ სმიტი

უილ სმიტმა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი გამოუშვა

უილ სმიტმა ტანსაცმლის საკუთარი ხაზი გამოუშვა, რომელიც 1990-იანების სიტკომით "The Prince of Bel-Air"-ით არის ინსპირირებული.

კოლექცია 26 ნივთს აერთიანებს და ესენია მაისურები, ჯინსები, სვიტერები, ტელეფონის ჩასადებები და ჩანთები.

51 წლის მსახიობმა კოლექციის გამოშვების შესახებ საკუთარ ინსტაგრმაზე გაასაჯაროვა. მან ვიდეო დადო, სადაც ის კოლექციიდან სხვადასხვა სამოსს ირგებს.

"თავს 12 წლის ადამიანად ვგრძნობ. ცხოვრება არის ელემენტარული სიამოვნებებისგან შემდგარი. მე მიყვარს ყველაფერი. მე აღელვებული ვარ, რა შეიძლება რომ ვთქვა? უბრალო კაცი ვარ", - თქვა უილ სმიტმა.

კომენტარები