ენგურის ხიდი

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი გახსნა

ენგურის ხიდი
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ე.წ გამშვები ხიდი გახსნა. ინფორმაცია "ტაბულას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.  

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი 27 ივნისს ჩაკეტა. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოში მიმდინარე აქციებს უკავშირდებოდა.  

"საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რასაც პროვოკაციული ხასიათი აქვს. აქციები ასევე ქალაქ ზუგდიდში ტარდება, რომელიც საზღვართან ახლოს მდებარეობს", - ეწერა განცხადებაში.

კომენტარები