აშშ

ბერნი სანდერსი წინასაარჩევნო ღონისძიებისას შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

0 კომენტარი
ბერნი სანდერსი

დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ საპრეზიდენტო კანდიდატს, ბერნი სანდერსს გულის პრობლემების გამო კამპანიის ღონისძიებების გაუქმება მოუხდა.

ვერმონტის 78 წლის სენატორი ნევადაში ღონისძიებას ატარებდა, როდესაც არტერიის დაბლოკვის და მკერდში ტკივილის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას სტენტირება ჩაუტარდა, რის შემდეგად ტვიტერზე დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს. მისი თანაშემწის თქმით სანდერსმა რამდენიმე დღე უნდა დაისვენოს.

ამავე ტვიტში სანდერსმა შესაძლებლობა გამოიყენა და ჯანდაცვის მისეული პროგრამა გააპიარა:

"მადლობას გიხდით კეთილი სურვილებისათვის. თავს კარგად ვგრძნობ. იღბლიანი ვარ, რომ კარგი ჯანდაცვა და ექიმები მყავს, რომლებიც გამოჯანმრთელებაში მეხმარებიან. არავინ იცის როდის დაგვატყდება თავს გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობა. არავინ არ უნდა კოტრდებოდეს ამის გამო. ჯანდაცვა ყველას!"

უცნობია შეძლებს თუ არა სანდერსი 15 ოქტომბერს დემოკრატიული პარტიის კანდიდატების დებატებში მონაწილეობის მიღებას.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც სანდერსს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ღონისძიებების გაუქმება მოუხდა. გასულ თვეს მან ხმა დაკარგა და მის დასაბრუნებლად 2 დღე დასჭირდა, რის გამოც სამხრეთ კაროლინაში სამი ღონისძიება გადადო.

უკანასკნელი გამოკითხვებით ის დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მესამე ადგილს იკავებდა და ჯო ბაიდენსა და ელიზაბეტ უორენს ჩამორჩებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები