ნათია თურნავა

თურნავა: მივიღეთ დავალება პრემიერმინისტრისგან, გავაძლიეროთ ბიზნესთან მუშაობა

0 კომენტარი
ფოტო: ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, გიორგი გახარიასგან მინისტრებმა მიიღეს დავალება, გააძლიერონ ბიზნესთან მუშაობა. მისი თქმით, მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გახდეს ბიზნესგარემო "კიდევ უფრო მიმზიდველი" და რომელ დარგში რა რეგულაციები უნდა გამარტივდეს. 

"ჩვენ უახლოესი დღეებიდან დავიწყებთ შეხვედრას სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან, ბიზნეს ასოციაციებთან. ჩვენს სამინისტროს აქვს საკმაოდ ხშირი კომუნიკაცია ბიზნესთან, მაგრამ, ახლა კიდევ უფრო გავაძლიერებთ ამ მიმართულებით მუშაობას. მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი ბიზნესგარემო კიდევ უფრო მიმზიდველი. რომელ დარგში რა რეგულაცია შეიძლება გამარტივდეს და რიგირ მოვხსნათ ყველა პრობლემა იმისთვის, რომ ჩვენი მოლოდინი, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა შესრულდეს და ჩვენი დაგეგმილი საბიუჯეტო ვალდებულებები პირნათლად იყოს შესრულებული,"-თქვა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. 

მინისტრის თქმით, მზადაა თითოეული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებას გააცნოს, თუ რა დასკვნებამდე, რა პრობლემების იდენტიფიცირებამდე მიდიან და როგორ აპირებს მთავრობა, რეგულაციები გაამარტივოს.

"ამ დღეებში გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის ახალი რეიტინგი, რომლის მიხედვითაც საქართველო დაწინაურდა ბიზნესის გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით. 183 ქვეყანას შორის ჩვენ მე-12 ადგილზე ვართ. ეს არის კორუფციასთან ბრძოლის გაზრდილი ხარისხი, ეს არის გამჭვირვალობა, მარტივი რეგულაციები. თუმცა, აქაც არის გარკვეული რესურსები, სადაც ჩვენ შეიძლება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. აქედან გამომდინარე ვფირობთ, რომ ეს ძალიან სასარგებლო შეხვედრები იქნება,"-თქვა ეკონომიკის მინისტრმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები