ინფლაცია

სექტემბერში ინფლაცია 6.4% იყო - გაძვირდა სურსათი, თამბაქო, დასვენება

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2019 წლის სექტემბერში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინფლაციამ 6.4% შეადგინა.

ფასების მატება განსაკუთრებით დიდი იყო შემდეგი სახის საქონელსა და მომსახურებაზე:

  • ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 14.6%
  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 11.7%
  • დასვენება, გართობა და კულტურა - 6.9%

გასულ წელთან შედარებით, 5.5%-ით გაიაფებულია ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

წინა თვესთან შედარებით, ინფლაციამ 1.7% შეადგინა. გაძვირდა შემდეგი ტიპის საქონელი და მომსახურება:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 3.3%
  • განათლება - 2.7%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 2.2%

ინფლაციის სამიზნეზე მაღალი მაჩვენებლის გამო, ეროვნულმა ბანკმა გასული თვეების განმავლობაში მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა - კერძოდ, ჯამში 1%-ით გაიზარდა რეფინანსირების განაკვეთი და უცხოურ ვალუტაში მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით შემცირდა.

კომენტარები