რაგბი

ბორჯღალოსნები ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 10-45 დამარცხდნენ

SportAll.Ge

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ქართველმა მორაგბეებმა ფიჯის ეროვნულ ნაკრებთან ანგარიშით 10-45 წააგეს. 

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს კვლავ 5 ქულა აქვს და D ჯგუფში მე-4 ადგილზე გადაინაცვლა.  

ამ მარცხამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები C ჯგუფის მე-3 ადგილზე იმყოფებოდა. შემდეგ მატჩს ბორჯღალოსნები ავსტრალიის წინააღმდეგ, 11 ოქტომბერს, გამართავენ. ამჟამად, ნაკრების ანგარიშზე ორი წაგება და ერთი მოგებაა. 

კომენტარები