წლიური ინფლაცია

2019 წელს პური, ხორცი, ბოსტნეული, თევზეული და რძის ნაწარმი საშუალოდ 12%-ით გაძვირდა

საქსტატმა სექტემბრის ინფლაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა. წინა წლის სეტმებერთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელმა 4,6% შეადგინა. 

სექტმებრში ფასები გაიზარდა სამომხმარებლო კალათაში შემავალ თითქმის ყველა სახეობის პროდუქტზე. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 3,3%-ით გაიზარდა, 2,7%-ით განათლების ჯგუფში, კომუნალური საჭიროებების ჯგუფში კი 1,3%-ით.

რაც შეეხება წლიურ ინფლაციას მაჩვენებელი 6,4%-ით განისაზღვრა. ამ მიმართულებით სამომხმარებლო კალათაში შემავალი პირველადი საჭიროების პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. მათ შორის გაძვირებულია შემდეგი პროდუქტები:

  • თევზეული — 16,1%;
  • რძის ნაწარმი და კვერცხი — 14,6%;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული — 13,2%;
  • პური და პურპროდუქტები — 10,8%;
  • ბოსტნეული და ბაღჩეული — 10,1%;
  • ზეთი და ცხიმი — 3%.

ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფის პროდუქტები საშულოდ 14,6%-ით გაძვირდა, მათ შორის 29%-ით გაძვირდა თამბაქოს ნაწარმი. ტრანსპორტის სფეროში არსებული ფასები 3,9%-ით გაიზარდა, 6,9%-ით დასვენებისა და კულტურის, ხოლო ჯანდაცვის მომსახურების ფასები 4%-ით არის გაზრდილი.

კომენტარები