სექსისტური განცხადება

ბოკუჩავა: წულუკიანი თავადაა ხოლმე ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებების ავტორი

ტაბულა

"ქალბატონი თეა, არა მხოლოდ არ ეხმაურება ხოლმე სხვა ქალების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს, არამედ ხანდახან თავად არის ხოლმე ასეთი [სექსისტური] განცხადებების ავტორი", - ასე აფასებს ენმ-ს წევრი თინა ბოკუჩავა თეა წულუკიანის განცხადებას, რომელიც მამუკა ხაზარაძის სექსისტურ ფრაზას ეხებოდა.

ბოკუჩავა იხსენებს თეა წულუკიანის მიერ მისი მიმართულებით ნათვამს, სადაც წულუკიანმა თქვა, რომ "ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებას აკეთებს და ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი ქალია".

თინა ბოკუჩავას შეფასებით, მან წულუკიანს მინისტრის საათის ფარგლებში მწვავე კითხვები დაუსვა, რასაც მოჰყვა წულუკიანის ზემოაღნიშნული კომენტარი. ბოკუჩავა ამბობს, რომ ეს კითხვები ნებისმიერ კაც დეპუტატს რომ დაესვა, წულუკიანი მსგავს რეპლიკას არ გააკეთებდა.

"მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ასეთი კითხვები კაცს რომ დაესვა, ის არანაირ განცხადებებს მის გარეგნობაზე არ გააკეთებდა", - ამბობს ბოკუჩავა TV პირველის ეთერში.

თეა წულუკიანი დღეს მამუკა ხაზარაძის კომენტარს გამოეხმაურა. ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის წევრების წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ "მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ არ ვიცი რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ." სწორედ ხაზარაძის სექსისტურ განცხადებებს მოჰყვა პოლიტიკოსების მხირდან კრიტიკა, მათ შორის თეა წულუკიანის მხირდანაც.

კომენტარები