უქმეები

გზამკვლევი შაბათ-კვირის სასიამოვნოდ გასატარებლად

Fabrika • ფაბრიკა.

გრძელი და დამღლელი კვირის შემდეგ საკუთარ თავს გამუდმებით ერთსა და იმავე კითხვას ვუსვამთ: როგორ გავატაროთ უქმეები ისე, რომ თან დავისვენოთ, თან გავერთოთ და თან ორშაბათს დილით, პარასკევს საღამოს ჩაძინებულზე უფრო დაღლილებმა არ გავიღვიძოთ?!

რა არჩევანი გვაქვს საქართველოში ამ შაბათ-კვირას? რა თქმა უნდა, პარასკევი საღამოც არ გამოვტოვეთ და გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ის საინტერესო და სახალისო ივენთები, რომლებიც ამ უქმეებზე გველის წინ. თანაც ვეცადეთ, ყველას ინტერესი დაგვეკმაყოფილებინა და სხვადასხვა ივენთები თუ უბრალოდ დროის საინტერესოდ გასაყვანი ადგილები შემოგვეთავაზებინა თქვენთვის.

მუსიკალური ივენთები

2019 წლის 3 ოქტომბერს, BASSIANI-ის დაარსებიდან 5 წელი სრულდება. BASSIANI-ის პირველი საკლუბო ღამე, 4GIEGLING-ის „შავი რაინდის“, VRIL-ის ცოცხალი შესრულებით გაიხსნა და ეს არტისტი სცენაზე 4 ოქტომბერს კვლავ დაბრუნდება, ხოლო მასთან ერთად პროექტი DADUB-იც წარდგება. ასევე სტუმრებისთვის  NEWA,ZITTO,NDRX და KANCHELI დაუკრავენ. ჰორუმის ოთახში - HVL, HAMATSUKI, NINASUPSA, KVANCHI და MERCURRIO დაუკრავენ.

4 ოქტომბერს KHIDI წარმოგიდგენთ ცნობილი ფრანგული ლეიბლის, TAAPION RECORDS-ის ღამეს. სტუმრებისთვის Shaun Baron-Carvais იგივე SHLØMO,Jeremy Bonnet სასცენო სახელით HADONE და კლუბის ადგილობრივი რეზიდენტები: აჩი თაბუკაშვილი და ლეონ ლოლიშვილი ერთობლივი პროექტით GREENBEAM & LEON დაუკრავენ.

4 ოქტომბერს Fabrika:Rooftop-ზე ჯგუფი OHMME დაუკრავს. OHMME არის მუსიკოსების,  Sima Cunningham-ის და Macie Stewart-ის, რომლებიც წარმოშობით ჩიკაგოდან არიან, დუეტი.

5 ოქტომბერს, BASSIANI-ზე ნორვეგიელი არტისტი და ლეიბლების პლატფორმის SEX TAG MANIA კურატორი DJ SOTOFETT ტექნო სეტს დაუკრავს.

6 ოქტომბერს, კვირა დღეს დედაენის ბარში Bedford Falls, MokuMoku, ერეკლე დეისაძე - Erekle Deisadze გამართავენ საქველმოქმედო კონცერტს: #დედასთვის.

კაფე ზინგერში, 6 ოქტომბერს შესაძლებელი იქნება Dini Virsaladze Quartet feat. David Japaridze-ს მოსმენა.

თეატრი

4 ოქტომბერს:  თავისუფალი თეატრი - "მუდამ ერთად"

               მოძრაობის თეატრი - "ღვთაებრივი კომედია"

5 ოქტომბერს:   თავისუფალი თეატრი - "ყვავილები ელჯერნონისთვის"

               მოძრაობის თეატრი - "ასტიგმატისტები"

6 ოქტომბერს: თავისუფალი თეატრი -"სკანდალური დღიური"

                მოძრაობის თეატრი - პარადისო

კინო

კინოთეატრები ამ უქმეებზე გვთავაზობენ ბევრ ფილმს, რომელთა შორის უნდა აღინიშნოს "AD ASTRA", "JOKER" და ასევე დიტო ცინცაძის ფილმი "შინდისი".

სხვადასხვა

ილიას ბაღში (ყოფილი ვარდების ბაღი), 4 ოქტომბერს, 20:00 სთ-ზე გაიმართება კოტე მარჯანიშვილის 1927 წელს გადაღებული ფილმის ‘ამოკი’ ჩვენება.

5 ოქტომბერს ფაბრიკაში თბილისობას აღნიშნავენ და ეზოში ხინკლის, მწვადისა და სხვა ქართული კერძებისა თუ ალკოჰოლური სასმელის დაგემოვნება იქნება შესაძლებელი

კომენტარები