ტაქსების რეგულაცია

შემოსავლის გარეშე დარჩენილი 10 ათასი მოქალაქე — სატრანსპორტო რეგულაციების შედეგი

0 კომენტარი

ტაქსების რეგულაციის ახალი ეტაპის ამოქმედების შემდეგ, თბილისისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ სულ 26 ათასი ტაქსის ლიცენზია გაიცა, თუმცა ლიცენზირებული ავტომობილების 30%-მა ტექდათვალიერება ვერ გაიარა, შესაბამისად მუშაობის უფლებაც ჩამოერთვათ. 

ამ დროისთვის, აქტიური ნებართვების რაოდენობა, ანუ იმ ტაქსებისა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან წარდგენილ პირობას აკმაყოფილებს და კანონიერად შეუძლია მუშაობა 15,481-ია. გამოდის, რომ 10 ათასზე მეტი ადამიანი ამ დროისთვის შემოსავლის გარეშე დარჩა. 

რაც შეეხება ავტომობილის თეთრად გადაღებვის სახელმწიფო ვაუჩერებს, კომპანია ალმას მონაცემებით, ამ დროისთვის ვაუჩერი მხოლოდ 1,825 მოქალაქემ გაანაღდა. ამავდროულად, ახალი რეგულაციების ძალაში შესვლიდან პირველივე დღეს პატრულმა კანონდამრღვევი პირების დაჯარიმება დაიწყო. 

ქართული ოცნების წევრის, მამუკა მდინარაძის ცნობით, პირველ დღეს კანონდარღვევით ტაქსაობისთვის პირველივე დღეს 700 მოქალაქე დაჯარიმდა. მოგვიანებით მდინარაძემ განაცხადა, რომ პირველ დღეს დაჯარიმებულ მძღოლებს ერთჯერადი საკანონმდებლო აქტით ჯარიმებს ჩამოაწერდნენ. 

ახალი შეზღუდვის ამოქმედების შემდეგ, სოციალური ქსელში გახშირდა ტაქსის მომხმარებლების ჩივილები ტაქსის ტარიფების გაძვირების შესახებ. ამ რეფორმის შედეგად ტაქსის გაძვირება, მართლაც მოსალოდნელი იყო, თუმცა ამ ინფორმაციას უარყოფს რეფორმის ინიცატორი, თბილისი მერი კახა კალაძე. 

დაშვება, რომ კალაძე მართალია და ფასები ტაქსზე არ გაზრდილა საკმაოდ უსაფუძვლოა რაციონალური ეკონომიკური პერსპექტივიდან. საქმე ისაა, რომ მოკლე დროში თბილისში ტაქსების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, ხოლო მოთხოვნა იგივე დარჩა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფასები ამ მომსახურებაზე აუცილებლად გაიზრდებოდა. 

უნდა ითქვას, რომ ტექდათვალიერება და ტაქსების ლიცენზირება არ არის პირველი სამთავრობო ინიციატივა, რომელიც ამ სფეროში დასაქმებულ მოქალაქეებს შეეხო. წინა წინა წელს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შემოღებით, უმთავრესად თვითდასაქმებული ადამიანები და მათ შორის ტაქსის მძღოლები დაზარალდნენ. 

ტაქსის მძღოლებს, ისე როგორც სხვა თვითდასაქმებულ ადამიანებს შეეზღუდათ წვდომა საბანკო თუ არასაბანკო კრედიტებზე. ფინანსურ ორგანიზაციებს აეკრძალათ შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხების გაცემა.

2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების რეგულაციის მეორე ფაზა ამოქმედდა. ახალი რეგულაციით ტაქსები ორ A და B კატეგორიებად იყოფა. 

A კატეგორიის ლიცენზირებულ ტაქსებს გარკვეული პრივილიეგები ენიჭებათ, მათ შორის მგზავრის ქუჩიდან აყვანის შესაძლებლობაც, თუმცა ამისთვის აუცილებელია ავტომობილი თეთრი ფერის იყოს. B კატეგორიის ტაქსებს არ აქვთ ვალდებულება ავტომობილი თეთრი იყოს, თუმცა ამ შემთხვევაში მათ ქუჩიდან მგზავრის აყვანის შესაძლებლობა არ ექნებათ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები