მამუკა ხაზარაძე

ხაზარაძე: ხაჭაპური არის ეროვნული პროდუქტი და თითქმის ყველა აცხობს, არ იგულისხმება ქალი

ტაბულა

მამუკა ხაზარაძე, პალიტრანიუსის ეთერში, მის მიერ მაია ცქიტიშვილის მიმართ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

დღეს, ლელოს დამფუძნებელმა თქვა, რომ "მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, თუ რა არის ინფრასტრუქტურა" და "შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს".

"არანაირი სექსისტური განზრახვა არ მქონია და პირველ რიგში, მინდა, ყველა ქალს დავუფიქსირო ჩემი პატივისცემა. ისიც მინდა გითხრათ, რომ მთელი ჩვენი გუნდი ბოლო 29 წლის განმავლობაში 70% ქალებისგან შედგება და თუ რამე წარმატებას მივაღწიეთ და თქვენ შეგიძლიათ გაიკითხოთ, ჩემი დამოკიდებულება. ამას იმიტომ არ ვამბობ რომ თავს ვიმართლებ, ეს არის ჩემი მსოფლმხედელობა, ეს არის ჩემი დამოკიდებულება ქალების მიმართ ზოგადად. ძალიან ბევრი ლიდერი ქალი გვყავს და ძალიან სერიოზულ საქმეს აკეთებენ ჩვენს გუნდში, უფრო მეტს გეტყვით ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ეს თემა წამოწია "ლელოში". თქვენ ნახეთ ჩვენი დამოკიდებულება, იგივე ბესელიასთან მიმართებაში, როდესაც ეს საჭირო იყო.

მე მგონი გაუგებრობასთან გვაქვს საქმე, მე ამის განმარტება გავაკეთე. ორი კვირის წინაც, ინგა გრიგოლიას ეთერში, მე ეს ფრაზა ვიხმარე პროკურორების საწინააღმდეგოდ, მე ვთქვი, რომ ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს. რა მაქვს მხედელობაში, ხაჭაპური ჩვენი ეროვნული პროდუქტია და თითქმის ყველა აცხობს, არ იგულისხმება ქალი. საქართველოში მზარეულების თითქმის 65% არიან მამაკაცები. უფრო მეტსაც ვიტყვი, ცნობილი ხაჭაპური არის გიას ხაჭაპური, გასინჯული გექნებათ თბილისსა და ბათუმში.", - თქვა მამუკა ხაზარაძემ.

ცოტა ხნის წინ, მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძეს გამოეხმაურა და ის დებატებში გამოიწვია.

კომენტარები