რობერტ დე ნირო

რობერტ დე ნიროს ყოფილი თანამშრომელი გენდერული დისკრიმინაციისთვის უჩივის

0 კომენტარი
ფოტო: Hollywood Reporter

რობერტ დე ნიროს, ყოფილი თანამშრომელი ჩეს რობინსონი გენდერული დისკრიმინაციისა და ქალებისთვის შეურცხმყოფელი გარემოს შექმნისთვის უჩივის და მისგან 12 მილიონ დოლარს ითხოვს.

ჩეს რობინსონის თქმით, რობერტ დე ნირო სექსისტური გამონათქვამებით გამოირჩეოდა, ქალ თანამშრომლებს "ძუკნებს" ეძახდა და მათ არასდროს აღიქვამდა კაცის თანასწორად.

"ის არ იღებს იმ იდეას, რომ კაცები ქალებს, როგორც თანასწორებს ისე უნდა მოქცნენ. მას არ ადარდებს, რომ სამსახურში გენდერის კუთხით დისკრიმინაციული გარემოს შექმნა არღვევს კანონს. რობინსონი ამ დამოკიდებულის მსხვერპლია", - წერია საჩივარში.

ჩეს რობინსონი 2008 წელს რობერტ დე ნიროს ასისტენტი გახდა, ამის შემდეგ კი მსახიობის კომპანიის Canal Productions-ის ვიცე-პრეზიდენტი ფინანსებისა და წარმოების საკითხებში.

სარჩელში ჩეს რობინსონი კიდებ წერს, რომ რობერტ დე ნირო კომპანიაში ქალებს უფრო ნაკლებს უხდიდა, ვიდრე კაცებს და ქალებს დიასახლისის შრომას ავალებდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩეს რობინსონი და რობერტ დე ნირო ერთამენთს სასამართლოს გზით ეკონტაქტებიან.

აგვისტოში პირიქით მოხდა - რობერტ დე ნიროს კომპანიამ Canal Productions-მა ჩეს რობინსონს უჩივლა ფულის გაფლანგვისთვის და სამსახურში, სამუშაო საათებში სერიალების ყურებისთვის.

მაშინ, კომპანიის მიერ შედგენილ საჩივარში ეწერა, რომ რობინსონი ხარჯებს აყალბებდა და მათ პირადი მიზნებისთვის იყენებდა, ეწერა ისიც რომ სამუშაო საათების დროს ძალიან ბევრ სერიალს უყურებდა და 4 დღეში Friends-ის 55 სერიასაც კი უყურა. ჩეს რობინსონს რობერტ დე ნიროს კომპანია 6 მილიონ დოლარს ედავებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები