უკრაინა

ლვოვში თვითმფრინავის ავარიულად დაშვებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

Vladyslav Kryklii/Facebook

დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში თვითმფრინავის ავარიულად დაშვების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა.   

გავრცელებული ინფორმაციით, ავარიულ დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, 7:10 წუთზე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ამ დროს ანტონოვ-12 ტიპის თვითმფრინავი აეროპორტიდან 13.7 კილომეტრის მოშორებით იყო.   

როგორც უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვლადისლავ კრიკლი წერს, თვითმფრინავი საწვავის შესავსებად ეშვებოდა.  

 

კომენტარები