ჯიმი ფელონი

ტეილორ სვიფტმა, ნარკოზის შემდეგ, ბანანის გამო იტირა (ვიდეო)

ტაბულა

ჯიმი ფელონის შოუში მისულ ტეილორ სვიფტს აჩვენეს ვიდეო, რომელშიც მომღერალი ნარკოზის შემდეგ ბანანის ჭამას აპირებს, თუმცა დედის დახმარების გარეშე ამ რთულ მისიას თავს ვერ გაართმევს და ტირილს დაიწყებს. "

ფელონს ვიდეო სვიფტის დედამ გაუგზავნა. ვიდეოს ნახვის შემდეგ სვიფტმა სიცილით შეიცხადა "ღმერთო, ეს ტელევიზიაში მოხვდა!" 

როდესაც სვიფტი, ლოგინში ბანანთან ერთად ჩაწვა, დედამ სთხოვა, რომ ჭამის პროცესში არ ჩასძინებოდა, სვიფტმა კი სრული სერიოზულობით უპასუხა:

"არ მძინავს, ჩემი გონება ცოცხალია!"

კომენტარები