PACE

PACE-ში რუსების გამოსვლა ქართველმა, უკრაინელმა და პოლონელმა აქტივისტებმა გააპროტესტეს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის დაბრუნება ქართველმა, პოლონელმა და უკრაინელმა აქტივისტებმა თავიანთი ქვეყნის დროშების გამოფენით გააპროტესტეს. აქტივისტები იმეორებდნენ, რომ რუსეთის სესიაზე დაბრუნება სამარცხვინოა, რადგან ის ტერორისტული სახელმწიფოა. 

პროტესტი მაშინ დაიწყო, როდესაც სიტყვით რუსეთის დუმის დეპუტატი, პეტრ ტოლსტოი გამოდიოდა. 

დაცვამ აქტივისტებს დარბაზი დაატოვებინა.    

სესიას საქართველოს, უკრაინის, ესტონეთის, ლიტვისა და ლატვიის დელეგაცია პროტესტის ნიშნად არ დასწრებია.

ცნობისთვის, ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის დაბრუნების გადაწყვეტილება 2019 წლის ივლისის თვეში მიიღეს. ხმის უფლება რუსეთს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვეს.

კომენტარები