უკრაინა - რუსეთი

უკრაინა და რუსეთი პატიმრების მორიგ გაცვლას აპირებენ

0 კომენტარი
ვადიმ პრისტიაკო ფოტო: Unian

3 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ თქვა, რომ უკრაინა რუსეთთან პატიმრების მორიგ გაცვლას გეგმავდა.

"მე ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე, ვგულისხმობ მომავალ კვირას, ჩვენ ვგეგმავთ უფრო ფართომასშტაბიან გაცვლას," - განაცხადა მინისტრმა ტელევიზიის 1+1-ის თოქშოუში.

მინსკში გამართულ შეხვედრაზე მხარეები პატიმრების მორიგ გაცვლაზე შეთანხმდნენ. ზელენსკიმ ოკუპირებულ დონეცკში დაკავებულ უკრაინელ ჟურნალისტ სტანისლავ ასაიევზე ისაუბრა, რომელიც უკვე 2 წელია დაკავებულია.

შეხვედრაზე უკრაინის საკითხზე უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ე.წ. "შტაინმაიერის ფორმულის" მიღებაზე, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს.

ზელენსკის ნაბიჯს უკრაინაში საპროტესტო აქციები მოყვა.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვმა და კიევმა თავდაპირველად 7 სექტემბერს გაცვალეს პატიმრები. სულ გაცვლილია 70 პატიმარი, უკრაინის 35 და რუსეთის 35 მოქალაქე. გათავისუფლებულებს შორის არის უკრაინელი რეჟისორი, ოლეგ სენცოვი, 24 უკრაინელი სამხედრო მეზღვაური. ასევე, გათავისუფლდა უკრაინაში რუსული გამოცემა რია ნოვოსტის მთავარი რედაქტორი, კირილ ვიშინსკი და მალაიზიური ბოინგ MH-17-ის ჩამოგდებაში ბრალდებული ვოლოდიმირ ცემახი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები