რუსეთი

რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენების აკრძალვით 20 მლნ დოლარზე მეტი იზარალეს

0 კომენტარი
ფოტო: Коммерсантъ

რუსული გამოცემა Коммерсантъ წერს, რომ რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენების აკრძალვით 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი იზარალეს.

ავიაკომპანიასთან Победа დაახლოებულმა პირმა თქვა, რომ საქართველოში ფრენის აკრძალვის შედეგად კომპანიის ზარალი 500 მლნ რუბლს შეადგენდა.

"საქართველოში ფრენების შეწყვეტის შედეგად დანაკარგებს 600 მილიონ რუბლად ვაფასებთ," - განაცხადეს ავიაკომპანიაში S7.

ერთი წყაროს ინფორმაციით, Red Wings 200 მილიონ რუბლის მოგება დაკარგეს. ავიაკომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ფრენების აკრძალვის შემდეგ პრემიერმინისტრის მოადგილემ ტრანსპორტისა და კომუნიკაციის საკითხებში მაქსიმ აკიმოვმა პირობა დადო, რომ ზარალი ანაზღაურდებოდა.

აკიამოვის ოფისში განაცხადეს, რომ ტრანსპორტის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო ავიაკომპანიების ზარალს გამოიანგარიშებდა და ანგარიშს ოქტომბრის შუა რიცხვამდე მოამზადებდა.

საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ Коммерсантъ-ის კითხვებს არ უპასუხა.

ავიაკომპანიასთან Победа დაახლოებულმა პირმა Коммерсантъ-ს განუცხადა, რომ ავიაკომპანიამ ტრანსპორტის სამინისტროში წერილი გააგზავნა, რითაც საქართველოში ფრენების შეწყვეტის გამო კომპენსაციის გადახდის თარიღის გაგება სურდათ.

Коммерсантъ-ში წერენ, რომ რამდენიმე ავიაკომპანიას ანაზღაურების მიღების იმედი აღარ აქვთ.

"ჩვენ უკვე აღარაფერს ველოდებით," - ამბობს ერთერთი წყარო. 

სხვა ავიაკომპანიების ზარალზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოში ფრენებზე ემბარგოს დაწესების გადაწყვეტილება გავრილოვის ღამის მოვლენების შემდეგ მიიღო. გადაწყვეტილება 8 ივლისს შევიდა ძალაში. ემბარგოს გამო საქართველოში სტუმრობაზე უარის თქმა, დაახლოებით, 155 ათას რუს ტურისტს მოუწია.

25 სექტემბერს სერგეი ლავროვმა საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის სურვილი გამოთქვა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები