ფილმები

5 ფილმი შაბათ-კვირისთვის

IMDB

 თუ შაბათ-კვირას სახლში ატარებთ, ან მეგობრებთან ერთად შეიკრიბეთ და რამე სურათის ნახვას გეგმავთ, აი 5 ფილმი, რომლის ნახვასაც ამ უქმეებზე გირჩევთ

1) პარაზიტი 

კორეელი რეჟისორის, ჯუნ-ჰო ბონგის ფილმი "პარაზიტი" წელს კანის ფესტივალის გამარჯვებული გახდა. სიუჟეტის მიხედვით, ღარიბი ოჯახი საკუთარი პრობლემების მოგვარებას ცდილობს და სხვადასხვა გზით მდიდარი ოჯახის სახლში დამხმარე პერსონალად იწყებს მუშაობას. თუმცა, გმირები საკმაოდ საინტერესო და უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.


ფოტო: polygon

2) ადამიანი-ობობა: შინიდან შორს

მარველის სამყარომ რკინის კაცი ბოროტებასთან ომში დაკარგა. სუპერგმირები მიმოიფანტნენ. პატარა ადამიან-ობობას კი კრიზისი აქვს, მისთვის ტონი სტარკი ხომ თითქმის მამა იყო. პარკერმა კოსტუმი ცოტახნით გადადო და ევროპაში მეგობრებთან ერთად წასვლა გადაწყვიტა, თუმცა სამყაროს გადარჩენა მას ამჯერადაც მოუწევს. 

3) The Dead Don't Die

ჯიმ ჯარმუშის კომედიურ ფილმში, ზომბი აპოკალიფსზე მთავარ როლებს ადამ დრაივერი, ბილ მიურეი, ტილდა სუინტონი და სელენა გომესი ასრულებენ. ფილმი 2019 კანის ფესტივალზე იყო წარმოდგენილი. 


ფოტო: roger ebert

4) Pain and Glory

ალმოდოვარის ფილმი "ტკივილი და დიდება" მოგცემთ საშუალებას დაფიქრდეთ ცხოვრებაზე და დატკბეთ არაჩვეულებრივი კადრებით. ფილმში, კინორეჟისორი სალვადორ მალო, კარიერის მიწურულს, განვლილ ცხოვრებას იხსენებს: დედა, საყვარლები, მსახიობები რომლებთანაც თანამშრომლობდა. სამოციენი წლები პატარა სოფელში, ოთხმოციანები მადრიდში და აწმყო, რომელშიც დაუძლეველ სიცარიელეს გრძნობს.

5) ROCKETMAN

ფილმი ლეგენდარული მუსიკოსის, ელტონ ჯონის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. მუსიკოსის როლს ფილმში ტარონ ეჯერტონი ასრულებს. ფილმს R რეიტინგი მიენიჭა სურათში არსებული სექსისა და ნარკოტიკების სცენების გამო.


ფოტო: IMDB

კომენტარები