ემილი ზამურკა

უსახლკარო მომღერალმა Grammy-ზე ნომინირებული პროდიუსერისგან შემოთავაზება მიიღო

უსახლკარო მომღერალმა ემილი ზამურკამ Grammy-ზე ორჯერ ნომინირებული პროდიუსერისგან ჯოელ დაიმონდისგან შემოთავაზება მიიღო.

დაიმონდმა ზამურკას წერილი გაუგზავნა და ის იმედოვნებს, რომ მეტროს სოპრანოსთან ერთად ინოვაციურ მუსიკას შექმნიდა.

"აქ არამხოლოდ დიდებული ისტორია, არამედ დიდებული კარიერაც არის. მას მხოლოდ შესაძლებლობა სჭირდება, რათა თავისი ოცნებები აისრულოს," - აღნიშნა დაიმონდმა.

დაიმონდის თქმით, მას უკვე მზად აქვს კლასიკური მუსიკისა და ელექტრონული საცეკვაო მუსიკის ნაზავის ჩანაწერი - "არავის გაუკეთებია ეს. ამ მიმართულებით მინდა წავიყვანო ის". 

ჯერჯერობით, უცნობია გაიგო თუ არა ზამურკამ პროდიუსერის შემოთავაზებაზე.

მომღერალს GoFundMe-ს საშუალებით 100 000 აშშ დოლარი მოუგროვეს.

დაიმონდი 36 ოქოროსა და პლატინის ჩანაწერის პროდიუსერია. მისი 54 ჩანაწერი Billboard-ზე მოხვდა.

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უსახლკარო ქალი ლოს ანჯელესის მეტროს ერთ-ერთ სადგურზე, კომპოზიტორი პუჩინის არიას მღერის, მსოფლიოში ძალიან სწრაფად გავრცელდა. 

ვიდეოში, რომელიც ლოს ანჯელესის პოლიციის თანამშრომელმა გადაიღო, ჩანს, როგორ დგას ქალი სადგურზე, დახეული პარკებით და "O mio babbino caro"-ს მღერის.

ემილი ზამურკა რუსეთში გაიზარდა და ის მომღერლის კარიერაზე ოცნებობდა, თუმცა მოხდა ისე, რომ უსახლკაროდ დარჩა.

"იქ მძინავს სადაც შემიძლია." უთხრა NBC-ს ჟურნალისტს ზამურკამ. ხოლო კითხვაზე თუ რატომ მღეროდა მეტროში უპასუხა "იმიტომ, რომ აქ ხმა ძალიან ლამაზად ისმის".

კომენტარები