ილია ჯიშკარიანი

გიორგი ტყემალაძე ჯიშკარიანზე: გამოძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთება არასწორია

თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოში ოცნების დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გამოძიების დასრულებამდე კომენტარის გაკეთება არასწორია.

"როგორც იცით, საქმე აღძრულია და მიმდინარეობს გამოძიება, რომლის დასრულების
შემდეგაც ჩვენ შეგვეძლება შესაბამისი შეფასების გაკეთება. ალბათ, დამეთანხმებით,
რომ გამოძიების დასრულებამდე წინასწარი შეფასების გაკეთება, არასწორი იქნებოდა", - თქვა გიორგი ტყემალაძემ.

ის ასევე ილია ჯიშკარიანისთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის მოთხოვნას გამოეხმაურა და თქვა, რომ ამაზე საუბარი ნაადრევია.

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანამშრომელმა ქალმა თამთა თოდაძემ სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თოდაძემ მთავარ არხთან ისაუბრა. 

ჯიშკარიანის თანაშემწე ყვება, რომ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ოფისში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. როგორც ქალი ყვება, უარის მიღების შემდეგ, ჯიშკარიანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მობილური ტელეფონი დაუფშვნა. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: მუხლი 126 - ძალადობა; მუხლი 138 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; მუხლი 187 - ნივთის დაზიანება ან განადგურება.

თავად ჯიშკარიანი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს და ტვ პირველთან საუბრისას თქვა, რომ შეუძლოდაა. 

კომენტარები