საუდის არაბეთი

საუდის არაბეთში უცხოელ ქალსა და მამაკაცს სასტუმროს ოთახის გაზიარება შეეძლებათ

travel-courier.com

საუდის არაბეთში უცხოელ ქალსა და მამაკაცს სასტუმროს ოთახის გაზიარება მათი კავშირის დადასტურების გარეშეც შეეძლებათ.

ქალებს, მათ შორის საუდის არაბეთის მოქალაქეებს, სასტუმროს ოთახის ქირაობა თავად შეეძლებათ.

ცვლილებით ქალები, რომლებიც დაქორწინებულები არ არიან, უფრო მარტივად იმოგზაურებენ საუდის არაბეთში და უცხოელ წყვილებს, რომლებიც დაქორწინებულები არ არიან, ერთად დარჩენა შეეძლებათ.

საუდის არაბეთში ქორწინების გარეშე სექსი აკრძალულია.

გასულ კვირას საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 49 ქვეყანასთან სავიზო რეჟიმის შეცვლეს და ქვეყანა ტურისტებისათვის გაისნა.

ამის პარალელურად საჯარო სივრცეებში 19 წესის დარღვევის გამო ჯარიმები დაწესდება.

ამ წესებს შორისაა დანაგვიანება, გადაფურთხება, რიგის დარღვევა, ხალხისათვის ნებართვის გარეშე ფოტოების და ვიდეოების გადაღება, მუსიკის ჩართვა ლოცვის დროს და გამომწვევად ჩაცმა. ჯარიმის ოდენობა 50 რიალიდან ($13) 6,000 რიალამდე ($1.600) მერყეობს.

ამ დრომდე სამეფოს ვიზიტორების უმეტესობა ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით ან მუსლიმების წმინდა ქალაქების, მექას და მედინას მოსალოცად ჩადიოდა.

საუდის არაბეთში ალკოჰოლი კვლავ არალეგალური იქნება. 

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელ პერიოდში საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრემ, მუჰამედ ბინ სალმანმა გარკვეული რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო. მათ შორის ქალებს მიეცათ მანქანის მართვის და ოჯახთან ერთად სტადიონებზე დასწრების უფლება. ასევე გაიხსნა კინოთეატრები.

სამოფოში რესტორნებისა და კაფეების ნაწილში მოხსნეს ქალებისა და კაცების განყოფილებებს შორის არსებული ბარიერებიც, ნაწილი კი მომხმარებლებს ლოცვის დროსაც ემსახურება.

მუჰამედ ბინ სალმანმა ისიც თქვა, რომ თუ ქალს მოკრძალებულად აცვია არ არის აუცილებელი თავსაბურავი და აბაია ატაროს.

მიუხედავად რეფორმებისა სამეფოში გრძელდება ადამიანის უფლებათა აქტივისტების დაკავება, მათ შორის იმ აქტივისტების, რომლებიც ქალების უფლებებისათვის იბრძვიან. მუჰამედ ბინ სალმანის იმიჯი განსაკუთრებით შეილახა თურქეთში სამეფოს საელჩოში საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ.

კომენტარები