გიორგი გახარია

გახარია: მალე გვექნება უფრო წარმატებული ქალაქი, ყოველთვის გვემახსოვრება ტოლერანტობა

საქართველოს მთავრობა

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია, საპატიო თბილისელის დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. მან საზოგადოებას "თბილისობა" მიულოცა.  

"ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება გადის თბილისის წარმატებაზე. ვიცი, რომ სულ მალე ჩვენ გვექნება კიდევ უფრო წარმატებული, კიდევ უფრო კომფორტული ქალაქი და ყოველთვის გვემახსოვრება ამ ქალაქის ყველაზე დიდი ნიშანი - ტოლერანტობა,"-თქვა გახარიამ.  

გიორგი გახარიას თქმით, თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლისა და გამარჯვების ქალაქი.  

"მე მახსოვს ის ეზო, სადაც გავზარდე, როდესაც ამ ეზოში ტოლერანტობით განმსჭვალული ადამიანები სიკეთესაც ლხინსაც და ჭირსაც ვხვდებოდით ერთად. ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი დარწმუნებული ვარ, ასე იქნება,"-თქვა გიორგი გახარიამ.   

თბილისობისთვის მიძღვნილ დასკვნით ღონისძიებაზე, თბილისის მერმა კახა კალაძემ საპატიო თბილისელის წოდება 7 ადამიანს მიანიჭა. შვიდი ადამიანიდან ერთ-ერთი თბილისის ყოფილი მერი, ნიკო ლეკიშვილი გახდა.

5-6 ოქტომბერს "თბილისობა 2019" გაიმართება. საზეიმო ღონისძიებებისთვის შერჩეულია ადგილმდებარეობები - რიყე, ლეღვთახევი, მეტეხის ხიდი, ევროპისა და ორბელიანის მოედნები. ღონისძიებების სრული პროგრამა ნახეთ აქ.

კომენტარები