გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ავსტრალიის ზოოპარკში იშვიათი სახეობის მაიმუნი დაიბადა [ფოტო]

0 კომენტარი
ფოტო: AFP

ავსტრალიის ზოოპარკში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი სახეობის მაიმუნი დაიბადა. 

Dailymail-ის ინფორმაციით, Francois 'Langur -ის მაიმუნი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ფრანსუას ფოთლის მაიმუნი, სტაფილოსფერი ბეწვით გამოირჩევა. ერთი კვირის მაიმუნი მამრია და მას ჯერ სახელი არ აქვს. 

მაიმუნის ეს სახეობა მხოლოდ ჩინეთსა და ვიეტნამში ბინადრობს. ბრაკონიერების გამო გადაშენების პირასაა და დაახლოებით 3000 წარმომადგენელია დარჩენილი. 

ღია სტაფილოსფერი ბეწვი მაიმუნს მხოლოდ რამდენიმე კვირა ექნება. ის მალე მუქ შეფერილობას მიიღებს, როგორც, დედამისს ნოელს აქვს. 

ფოტო: AFP

"ძალიან კარგი და საინტერესო სანახავია, როგორ უვლიან და უფრთხილდებიან მაიმუნები ახალ ბინადარს"- ამბობს ზოოპარკის მომვლელი. 

მაიმუნები ქალების ჯგუფებად ცხოვრობენ, რომელსაც ჰარემს უწოდებენ. მოზრდილები ახლებს უვლიან და ახლგაზრდა დედებს ასწავლიან როგორ გაუმკლავდნენ დედობას. 

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა მაიმუნის ეს სახეობა, გადაშენების პირას მყოფთა სიაში 2008 წელს შეყვანა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები