უკრაინა

კიევში შტაინმაიერის ფორმულას აპროტესტებენ

0 კომენტარი

დღეს, 6 ოქტომბერს კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე, საპროტესტო აქცია, სახელწოდებით შევაჩეროთ კაპიტულაცია გაიმართა. დემონსტრანტები ოფიციალური კიევის მხრიდან ე.წ. შტაინმაიერის ფორმულაზე თანხმობას აპროტესტებენ. გეგმა უკრაინის სეპარატისტული რეგიონებისთვის სპეციალური სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს. 

ორგანიზატორების თქმით, საპროტესტო აქცია საზოგადოებრივია და არ ატარებს არანაირ პარტიულ ინტერესს. ორგანიზატორების თქმით, მათი მთავარია მიზანია გადაიხედოს შეთანხმება დონბასის რეგიონს არ მიენიჭოს სცეპიალური სტატუსი. 

ამავდროულად შტაინმაიერის ფორმულის წინააღმდეგ გამოვიდა, რამდენიმე ქალაქისა და რაიონის საკრებულოც. საპროტესტო აქციას გამოეხმაურა პრეზიდენტი ზელენზკიც, მისი თქმით, იგი პატივს ცემს მოქალაქეების თავისუფალი შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას და არ აპირებს კაპიტულირებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები