თამთა თოდაძე

"დავით ვერაფერს გახდებით" — თოდაძის დედა მოსარიგებლად მოსულ პირთან საუბარს იხსენებს

netgazeti.ge

საკრებულო დეპუტატის თანაშემწის თამთა თოდაძის დედამ, ხათუნა ოქროპირიძემ გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ, საქმის დეტალებზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. 

ხათუნა ოქროპირიძის თქმით, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ, მასთან ილია ჯიშკარიანის მეგობარი, მამუკა ფეიქრიშვილი მივიდა. ოქროპირიძის თქმით, ფეიქრიშვილი მას მორიგებას თავაზობდა. 

"ამოვიდა ჩემთან დილით, მითხრა, რომ იგი, (ილია ჯიშკარიანი) გავლენიანია და მასთან დავით ვერაფერს ვერ გავხდები, და იქნებ მოვრიგებულიყავით. კონკრეტულად რაზე უნდა მოვრიგებულიყავით ამაზე საუბარი არ ყოფილა. მორიგება ნიშნავს გაჩუმებას სხვას რას უნდა ნიშნავდეს".

ოქროპირიძის თქმით, გამომძიებლებმა უთხრეს, რომ შემთხვევა ვიდეო კამერების ჩანაწერებით დასტურდება, მაგრამ პროკურატურა ქმედებებს თავს არიდებს.

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის ილია ჯიშკარიანი თანაშემწემ, თამთა თოდაძემ, სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ პირველად 4 ოქტომბერს მთავარ არხთან ინტერვიუში დაადანაშაულა. 

თოდაძე ყვება, რომ შემთხვევა 30 სექტემბერს საღამოს ისნის მაჟორიტარის ოფისში მოხდა, როდესაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ჯიშკარიანმა ის ჯერ ჩაიხუტა, შემდეგ კი, თოდაძის თქმით, მასზე სექსუალური ძალადობა სცადა. თოდაძე ყვება, რომ თავდაცვის მიზნით, მან დეპუტატს უთხრა, რომ მის ქმედებებს მობილური ტელეფონით იღებდა, რის შემდეგაც, ყვება თოდაძე, ჯიშკარიანმა მას მობილური დაუმტვრია და მასზე ფიზიკურად იძალადა.

კომენტარები